უბალოდ ვზივარ და ვფიქრობ... ვფირქობ წერაზე, აი ხშირად წერ და ვერ იგებენ რას წერ და რა ტრაილებს შენს სულში და რისი გადმოცემა გინდა და ვეძებ, გადმოცემის გზებს ვეძებ. მინდა უფრო ბევრს გავუზიარო ჩემი სულის ორომტრიალი და ამიტომაც ვეძებ გზებს. და ჩემს გზასაც ვეძებ, არვიცი მე ჩემს თავს საით მივაქანებ ან თვითონ ცხოვრება საით მიმაქანებს მე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდად დავასრულებ. ვგრძნობ რომ ძალიან ახლოს ვდგავარ როგორც წარმატებასთან და ასევე სიკვდილთან. ან ერთს ჩავეხუტები ან მეორეს. სიკვდილთან ჩახუტება კი ყველაზე რეალურია...
და ხანდანაც წერის უაზრო სურვილი მომეძალება, მინდა ვწერო და ვწერო გაუჩერებლად, ხანდახანაც ის ბეღურა მომაწყდება შეყვარებული, რომ არის და მეუბნება როდის უნდა დავასრულო, მეუბნება, რომ კარგი ბეღურაა და მეჩხუბება მისი ცხოვრების დაწერას, რომ დავპირდი რატომ არ ვუსრულებ... ის ხომ ძალიან საყვარელი ბეღურაა. მოდიან და მეუბნებიან რომ მათზე დავწერო, რამდენნი არიან, თავსაც ვეღარ ვუყრი, რომ ერთად დავალაგო და ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ და დარდობენ, ხანდახან უხარიათ კიდეც ხან რა ხან რაა. ხმებივით ჩამესმის მათი დარდები, ფიქრები, ხეების შრიალი და ვგრძნობ იმ ზღვის სუნს სადაც ჩემი პერსონაჟი ჩამომჯდარა.
მე რა მინდა?! მინდა შევძლო და ვისწავლო ის რაც განსაზღვრული მაქვს და შევძლო თუნდაც ვიყიდო მანქანა და შევიქმნა პირობები, ისე რომ არ გავრეკო და დრო მქონდეს ძალიან ბევრი ვწერო ჩემს პერსონაჟებზე და მინდა ოდესმე ხალხმა ჩემი პერსონაჟები შეიყვარონ, იმიტომ რომ მე მიყვარს ისინი. აი მალე გადმოვლენ წერილებში და იმედი აქვთ რომ ისევე შეიყვარებენ სხვები, როგორც მიყვარს მე.
ჩემი ბეღურა ში კი ზის და მელოდება. აუცილებლად დაგწერ ში. არ დაგივიწყებ.
და აუცილებლად აუცილებლად ვაიძულებ ჩემს თავს ვიმუშავო უფრო მეტი, რომ მივაღწიო უფრო მეტს, თორემ ძალიან გამიჭირდება ძირს დავარდნა და ფრთების მოტეხვა, მე ხომ ასე მიყვარს ფრენა და ვიცი... ვიცი ვერ გავუძლებ და სიცოცხლისგან დავიცლები.
ნინას ბლოგი
პირადი ჩანაწერები და მოთხრობები
Friday, July 1, 2011
კოცნის აკრძალვის შესახებ ანუ სიყვარულს ვერ აკრძალავ
პირველი რაც საოცარი იყო, წამოვიდა რაღაცა დიდი საპროტესტო ტალღა, ნუ კოცნა აუკრძალიათ, მალე სექსსაც აგვიკრძალავენ და ასე დაუსრულებლად. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ირანად გვიპირებდნენ გადაქცევას და ახალგაზრდობამ ხმა ამოიღო, არ დაჩმორდა და თქვენ ვერ დააჩმორებთ მათ და მართლა როცა ხმა იყო ამოსაღები საქართველოში მაშინ დუმდა ხალხი, ახლა კი დაირაზმნენ გასაპროტესტებლად, ეს რა გაუკეთებიათ თურმე.
შეგიჩმნევიათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ ვინმე ჩხუბობს ან რაიმე მოუვიდა შემოიკრიბება ხოლმე მის ირგვლივ ხალხი, აი ისე უბრალოდ ან ყველა გახედავს და ყურს დაუგდებს რაზე ჩხუბობენ ან რა ხდება. განა ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ვინმეს ან მათი გაშველება უნდა ან მათი დახმარება ანაც მისვლა და წესირიგისკენ მოწოდება(?!), არა ! ! ! უბრალოდ ქართველი ერი, როგორც მგონი არცერთი სხვა არის სანახაობის მოყვარული ხალხი, სანახაობის დონეზე აინტერესებთ შენ თუ ესკალატორიდან გადმოვარდი და ცხვირ პირი დაალეწე იატაკს ან რკინის საფეხურებს(ღმერთმა ყველა დაგიფაროთ), ექიმთა ჯგუფი რომ გეხვიოს დასახმარებლად, ხალხი მაინც შემოეხვევა ირგვლივ სიტუაციას, შენი დახმარება არც შეუძლიათ და არც გჭირდება, მაგრამ შენი დალეწილი ცხვირ-პირი უნდა ნახონ ან კიდე როგორ ჩხუბობ შენს მეგობართან მაგალითად სიტყვიერად. ასევე შეიძლება 10 კაცს ქონდეს საპროტესტო აქცია გამართული და მივიდეს პოლიცია და ეჩხუბოს და მერე ეს გადმოცეს ტელევიზიამ, აი ამის მერე ბევრად მეტი ადამიანი შეიკრიბება იქ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ხალხი ეძებს დრამას ცხოვრებაში. აიიი ნახეთ ჩვენ გვებრძვიან და გვერჩიან ანაც კიდე იქნე გალახონ და მერე გმირობას გამოკრას ხელი და პროფილის გადაცემაშიც მოხვდეს ან იქნებ ნანუკამ მიიწვიოს, თორემ სულ არ აინტერესებდეს შეიძლება ის 10 ადამიანი რას აპროტესტებს. ძალიან ბევრი ალბათ ნანობს, რომ არ დაიბადა გარკვეულ თარიღებამდე ადრე, რომ სადღაც შანსი არ გამოპარვოდა გამხდარიყო თავისი დროის გმირი და მისთვის მიეძღვნათ წიგნები, სტატიები, სპექტაკლები და ა.შ. ანაც შვილიშვილისთვის ქონდეს რაიმე მოსაყოლი მაინც.

უბრალოდ სექსი
გავადწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება საქართველოში ესე. პირველი და განსაკუთრებულად დიდი პროტესტი გამიჩნდა სკოლაში. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ვსწავლობდი და ქართულის მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ იყო ჩემი მასწავლებელი, გამოვუთქვამდი პროტესტს კლასში განსხვავებული აზრის დევნის გამო და ყველა ლექსის თუ მოთხრობის თუ ნებისმიერი რამის რელიგიური ახსნის გამოც. ამის თქმისთვის იეღოველობა დამწამა და გამომიცხადა, რომ არ სურდა არც იეღოველი და არც მუსლიმანი მოსწავლე კლასში და მოითხოვა დამეტოვებინა სკოლა თუ არა მისი კლასი მაინც. დიდი ხანი დავალებებას არ ვუსრულებდი პროტესტის ნიშნად და მოვითხოვე კიდეც სხვა ქართულის მასწავლებელთან გადასვლა, რაზეც მეთქვა სასტიკი უარი და იძულებული ვიყავი დავსწრებოდი მის გაკევეთილებს. ერთხელაც მოგვეცა დასაწერად თავისუფალი თემა "სიყვარული" და მე პროტესტის ნიშნად არც ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა ჩემი კლასელების თემების ხმამაღლა წაკითხვას და აი მაშინ კი გავბრზადი და ავდექი და საკმაოდ ვრცელი თემა დავწერე მეც. ყველას ეწერა თითქმის რუსთაველის ცნობილი სტროფის ციტატა უგულო ხვვენა კოცნაზე და მტლაშა-მტლუშზე და კიდე ის, რომ როგორც თანამედოვე ადამიანებს ესმით სიყვარული, ისე არ ყოფილა და სექსი გარყვნილებაა. რუსთაველსაც კი რაც შეეხება, იმასაც წერდა, რომ აუცილებელია ფიზიკური სილამაზეც სიყვარულისას და მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მახინჯებს სიყვარული არ შეუძლიათ?! არა უბრალოდ ის წერდა იდეალურ სიყვარულზე და მისი ნაწერი კიდე სხვათაშორის საუკუნეებს ითვლის. და ყველას გაგიმარჯოთ ეგეთი იდეალური სიყვარულის პოვნის გზაზე, რომ პირველადვე შეგხვედროდეთ თქვენვის იდეალური, რომელსაც ყველა მხრივ ეწყობით, მაგრამ იცით რაა, ყველას ასე არ უმართლებს და რეალური ცხოვრება მაინც კიდე უფრო სხვაა ნებისმიერი მწერლის ნაწარმოების თუ საერთოდ კინოფილმის გარეთ.
***
ფიქრები მათოვს,
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს.
შენზე ფიქრები კი,
მათოვს და მათოვს.
სული კი ნატრობს,
შენს სხეულს ახლოს...
დრო აღარ დათმობს
წამებსაც ახლოს.
შენ ისევ შორს ხარ,
მე ისევ მარტო...
და ისევ თოვა, ფიქრები
ფიქრები როგორც ფიფქები...
ი.კ.-ს
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს.
შენზე ფიქრები კი,
მათოვს და მათოვს.
სული კი ნატრობს,
შენს სხეულს ახლოს...
დრო აღარ დათმობს
წამებსაც ახლოს.
შენ ისევ შორს ხარ,
მე ისევ მარტო...
და ისევ თოვა, ფიქრები
ფიქრები როგორც ფიფქები...
ი.კ.-ს
Thursday, November 25, 2010
გრიგალები
მივდიოდი და ვფიქრობდი. მე არ მივდიოდი, მატარებელი მიდიოდა. არა რა თქმა უნდა მეც მივდიოდი, იმიტომ რომ ჩემი მატარბელიც მიდიოდა. რა ლამაზი იყო ჩამავალი მზე. ხეები, პაწია სახლები, ძაღლები, ადამიანები და ტოტებს იქედან გამოქცეული მზის სხივები .
დრო როცა ყველაფერი გიხარია, როცა ყვირილი გინდება. მაშინაც კი როცა შენს ცხოვრებაში დომხალია. უბრალოდ იმედით გავსებს ეს პეიზაჟი, წამის მეასედსებში ფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება, რომ აღარაფერი აღარ იქნება ისე, ნეტა დრო გააჩერდეს ან ნეტა ყველაფერი შეიცვალოს.

Sunday, February 21, 2010
ერთი სევდიანი მოგონება
ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... ღამდება, მერე ისევ თენდება და ღამდება. გინდა დაიჭირო, გინდა შეცვალო ყოველი ის წამები საათები, რომ იპარავენ. გინდა დაბრუნდეს ბავშვობიდან მიმო, შენი საყვარელი მიმოზა, რომელიც არც ბებო იყო, არც დეიდა, არც ნათესავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენი ცხოვრებიდან. ახლა ყვითელი მიმოზების ცქერა გახსენებს მიმოს, ყველაზე თბილს, ყველაზე ღიმილიანს... ჩემი ძველი ეზოც, ის პატარა პადვალი სახლიც სადაც მიმო ცხოვრობდა...
ხალხს ლამაზი ისტორიების მოსმენა უყვარს, ლამაზი ხალხით... ჩემი მიმო არც ლამაზი იქნებოდა თქვენთვის და არც ჩემდამი მისი მოგონებაა ლამაზი ისტორია... ამ მოგონებას სევდა ათბობს... და მიმო ყველაზე, ყველაზე ლამაზია ჩემთვის...
მიმოს ნათესავები ყავდა მოსკოვში, ლენა ბებოსთან ბებიაჩემთან ამოსვლა სულ ანუ ყოველ დღე ყავაზე რცხვენოდა და... არც ტელეფონი ქონდა მიმოს მაშინ...
-მიმოზა, მიმოზა მოსკოვია
დაუძახებდა თურმე ჩემი ნამდვილი ლენა ბებია ფანჯრიდან(დედაჩემის დედა), რომ ამოეტყუებინათ ერთ-ერთი ხერხი იყო.

Wednesday, December 9, 2009
ზამთრის პეიზაჟი
-სსსსს(ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, ტუჩებიდან, კბილებში გავლილმა ქარის ნაწილმა უცნაური სს მაგავარი ხმა გამომაცემინა) ძალიან მცივა
-თითქმის მივედით
-რა მაგრად თოვს არა?!
-ჰოო ძალიან, მაგრამ მე ისეც მიჩვეული ვარ
-ჰო… თოვლს კიდე არაუშავს, ქარის გამო უფრო მცივა და სახეში მაყრის ამ ფანტელებს…
-უკვე მოვედით
-აქედან გადავიდეთ?!
-ჰო მოდი აქედან
-ააააა ნ. სად წამომიყვანე, ძალიან დიდი თოვლია… მუხლებმადე მწვდება…
-მეც არ ვიცოდი შორიდან არ ჩანდა ეგრე. წამო ჩქარა. ეს არის, უკვე მოვედით და არ დასველდები, ვერ მოასწრებ

Wednesday, October 14, 2009
66.6 FM ...
ახლა ყველას ძინავს. იცი მე ვერ ვცეკვავ ტანგოს. მე უბრალოდ ვცეკვავ. რითმებს ყვება ჩემი სხეულის ყოველი კუნთი. მე ვცეკვავ. ჩემს პატარა ოთახში. ფანჯრიდან მოსჩანს ჩემი ქალაქის სატელევიზიო ანძა. მასზე დამაგრებული ნათურები, ღამის სიბნელეში ანათებენ. მომწონს ეს ნათურები. შენთან კი შეიძლება ისე ანათებს, რომ ფარდებს თუ არ წევ ნერვებსაც კი გიშლის. მე ვფქირობ სანატრელო შენზე. ამ წამს მარტო მე და შენ ვართ. და მუსიკა. ეს მუსიკა კი ბევრთან არის. მაგრამ ყველა ვერ ცეკვავს, ყველა ვერ ოცნებობს, ყველას არ შეუძლია ჩემსავით ერთი პატარა სამყარო ჰქონდეს, სადაც შენ თან ხარ და თან არც ხარ. ჩემი ყურსასმენებით, მხოლოდ მე ვარ ჩემს სამყაროში და კიდევ ის ბევრი სხვა ვინც ამ FM-ს უსმენს, ამ ტალღაზე. ერთი ჰანგები გვაერთიანებს თითქოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის შესახებ არვიცით. არა ვიცით, რომ ვუსმენთ და ვტკბებით და ვცეკვავთ უაზროდ იმიტომ რომ ჩვენ გვიახარია, ან უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ და უბრალოდ ვუსმენთ.
Thursday, July 30, 2009
თავის უფალი
ხშირად ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას, თუ ვინ ვარ მე და ვინ არიან ადამიანები... დილით მზის კაშკაშა სხვიები ანათებენ ჩემს ოთახს, ხან რაც ანათებენ,მზე მიხარია... გავხედავ ღუბლებს და მინდა ფრთები მქონდეს, რომ შორს გავფრინდე... ხანდახან ვგიჟობ... ვემორჩილები სურვილს, ვნებას, ოცნებას, ქარს... ვუყურებ ღრუბლებს და ვოცნებობ, ვიფიქრებ სურვილებს... ხან ისიც კი არ ვიცი გიჟი ვარ თუ ნორმალური... ხან ყვირილი მინდება, ხანაც ცეკვა... ხან ზღვას ველაპარაკები, ჩემს მეგობარს... საკვრიველია არა?! ზღვა ჩემი მეგობარია... მე და ზღვა ხშირად ვსაუბრობთ, მიყვება თავის ამბებს და მეც ვუზაირებ ჩემს დარდებს, ჩემი სულის ფიქრებს... ხან სრულიად უცნობ ადამიანებს ვესაუბრები, ხანაც ქარს ვუჩურჩულებ... კაშკაშა მზე, რომ ამოვა, ცაზე ლამაზი ღრუბლები იხატება... გინახავთ ღრუბლების სამყარო?! ბამბიქულა, ლამაზი ღრუბლები... ჰამბურგი-პრაღის თვითმფრინავი აიჭრება, აპობს ჰაერს და ეშვებით ლამაზი ღრუბლების სამყაროში, აქ ღრუბლების მთელი ზღვაა, ქვევით მოსჩანს ელბა, გველივით დაკლაკნილა... ღრუბლებს მზე გადმყურებს, დიდი ოქროსფერი დისკო... ჩვენ ღრუბლების სამეფოს დავყურებთ ზევიდან და ჩერდება წამი... გაიყინა მეხსიერებაში... და... და ცხელ გულს ცივად ეწვეთება, გამდნარი მოგონების წვეთები... რჩება მოგნებაში და რჩება ყველაფერი... დრო ჩემს მოგონებებსაც არ დაინდობს, რამეთუ მე არასოდეს არ დამინდობს... არაფერს ინდობს დრო, არც პირამიდებს... არც მე და არც შენ არ დაგინდობს...
Subscribe to:
Comments (Atom)