Wednesday, October 14, 2009

66.6 FM ...

ახლა ყველას ძინავს. იცი მე ვერ ვცეკვავ ტანგოს. მე უბრალოდ ვცეკვავ. რითმებს ყვება ჩემი სხეულის ყოველი კუნთი. მე ვცეკვავ. ჩემს პატარა ოთახში. ფანჯრიდან მოსჩანს ჩემი ქალაქის სატელევიზიო ანძა. მასზე დამაგრებული ნათურები, ღამის სიბნელეში ანათებენ. მომწონს ეს ნათურები. შენთან კი შეიძლება ისე ანათებს, რომ ფარდებს თუ არ წევ ნერვებსაც კი გიშლის. მე ვფქირობ სანატრელო შენზე. ამ წამს მარტო მე და შენ ვართ. და მუსიკა. ეს მუსიკა კი ბევრთან არის. მაგრამ ყველა ვერ ცეკვავს, ყველა ვერ ოცნებობს, ყველას არ შეუძლია ჩემსავით ერთი პატარა სამყარო ჰქონდეს, სადაც შენ თან ხარ და თან არც ხარ. ჩემი ყურსასმენებით, მხოლოდ მე ვარ ჩემს სამყაროში და კიდევ ის ბევრი სხვა ვინც ამ FM-ს უსმენს, ამ ტალღაზე. ერთი ჰანგები გვაერთიანებს თითქოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის შესახებ არვიცით. არა ვიცით, რომ ვუსმენთ და ვტკბებით და ვცეკვავთ უაზროდ იმიტომ რომ ჩვენ გვიახარია, ან უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ და უბრალოდ ვუსმენთ.
ხოდა მე მიჭირს თქვენი პოვნა, იმ ადამიანის პოვნაც, ვინც მე მელოდება, იქნება არც არავინ მელოდება, მაგრამ მე მგონია, რომ მელოდება, იმიტომ რომ მე ველოდები მას. და მე მეგონა სანატრელო, რომ ეს შენ იყავი, ჰო შენ აი ის ნათურები, რომ გიშლიან ნერვებს, აი ის რომელმაც ყველაზე ვნებიანი კოცნა იცის, მაგრამ... მე ვერ ვცეკვავ ტანგოს, ტანგოს ხომ მარტო არავინ ცეკვავს. მე კი მარტო ვარ და უბრალოდ ვცეკვავ, მიხურს მთელი ტანი და მოდის ფიქრები შენზე... მაგრამ ეს ხომ მხოლოდ 66,6 FM -ია, ესეთი ტალღა კი არ არსებობს, როგორც არ არსებობ შენ აქ ჩემს გვერდით ღამის წყვდიადში და ჩემს სამყაროში. მაგრამ მე მაინც ჩამესმის ჰანგები, შენ მაინც ჩემთან ხარ და მე და შენ ვცეკვავთ. და როცა ეთერის გათიშვის დრო დგება, როცა მუსიკა წყდება, როცა ძალიან დავიღლები... გავხედავ ანძას, მხოლოდ იმიტომ რომ შენც უყურებდე შეიძლება, მერე რა, რომ ნერვებს გიშლის... დილით ისევ ჩაირთვება ეთერი... მე... მე უბრალოდ... ფანჯრის რაფაზე თავჩამოდებულს ჩამძინებია... და დღე იწყება ისევ 66.6 FM-ით, დღე ისევ დაიწყო შენით სანატრელო...

პ.ს.ეძღვნება მას და მხოლოდ მას, იმ ერთადერთი ლამაზი საღამოსთვის.

No comments:

Post a Comment