Thursday, November 25, 2010

გრიგალები

მივდიოდი და ვფიქრობდი. მე არ მივდიოდი, მატარებელი მიდიოდა. არა რა თქმა უნდა მეც მივდიოდი, იმიტომ რომ ჩემი მატარბელიც მიდიოდა. რა ლამაზი იყო ჩამავალი მზე. ხეები, პაწია სახლები, ძაღლები, ადამიანები და ტოტებს იქედან გამოქცეული მზის სხივები .
დრო როცა ყველაფერი გიხარია, როცა ყვირილი გინდება. მაშინაც კი როცა შენს ცხოვრებაში დომხალია. უბრალოდ იმედით გავსებს ეს პეიზაჟი, წამის მეასედსებში ფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება, რომ აღარაფერი აღარ იქნება ისე, ნეტა დრო გააჩერდეს ან ნეტა ყველაფერი შეიცვალოს.

Sunday, February 21, 2010

ერთი სევდიანი მოგონება

ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... ღამდება, მერე ისევ თენდება და ღამდება. გინდა დაიჭირო, გინდა შეცვალო ყოველი ის წამები საათები, რომ იპარავენ. გინდა დაბრუნდეს ბავშვობიდან მიმო, შენი საყვარელი მიმოზა, რომელიც არც ბებო იყო, არც დეიდა, არც ნათესავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენი ცხოვრებიდან. ახლა ყვითელი მიმოზების ცქერა გახსენებს მიმოს, ყველაზე თბილს, ყველაზე ღიმილიანს... ჩემი ძველი ეზოც, ის პატარა პადვალი სახლიც სადაც მიმო ცხოვრობდა...
ხალხს ლამაზი ისტორიების მოსმენა უყვარს, ლამაზი ხალხით... ჩემი მიმო არც ლამაზი იქნებოდა თქვენთვის და არც ჩემდამი მისი მოგონებაა ლამაზი ისტორია... ამ მოგონებას სევდა ათბობს... და მიმო ყველაზე, ყველაზე ლამაზია ჩემთვის...
მიმოს ნათესავები ყავდა მოსკოვში, ლენა ბებოსთან ბებიაჩემთან ამოსვლა სულ ანუ ყოველ დღე ყავაზე რცხვენოდა და... არც ტელეფონი ქონდა მიმოს მაშინ...
-მიმოზა, მიმოზა მოსკოვია
დაუძახებდა თურმე ჩემი ნამდვილი ლენა ბებია ფანჯრიდან(დედაჩემის დედა), რომ ამოეტყუებინათ ერთ-ერთი ხერხი იყო.