Thursday, November 25, 2010

გრიგალები

მივდიოდი და ვფიქრობდი. მე არ მივდიოდი, მატარებელი მიდიოდა. არა რა თქმა უნდა მეც მივდიოდი, იმიტომ რომ ჩემი მატარბელიც მიდიოდა. რა ლამაზი იყო ჩამავალი მზე. ხეები, პაწია სახლები, ძაღლები, ადამიანები და ტოტებს იქედან გამოქცეული მზის სხივები .
დრო როცა ყველაფერი გიხარია, როცა ყვირილი გინდება. მაშინაც კი როცა შენს ცხოვრებაში დომხალია. უბრალოდ იმედით გავსებს ეს პეიზაჟი, წამის მეასედსებში ფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება, რომ აღარაფერი აღარ იქნება ისე, ნეტა დრო გააჩერდეს ან ნეტა ყველაფერი შეიცვალოს.

ნეტა ვინმეს თუ ესმის ჩემი ცრემლნარევი ხმა...
ყველას აქვს თავისი პატარა ისტორია, ზოგს მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი, ზოგს სულაც არა; ზოგს ახლა უჭირს და ზოგს არა; ზოგს ვიღაცა ენატრება, ზოგსაც კი ფეხებზე კიდია.
ახლა ჩემი ფიქრების ჩანაწერს უსმენთ. მე ახლა არ ვზივარ და არ ვწერ. მე ამ ყველაფერს ვიწერ. მე ახლა მის მანქანაში ვზივარ, წვივებზე მეფერება, მუხლებს მიკოცნის. მახსენდება როგორ ვატოლებდით ფეხებს მე და ჩემი მეგობარი ბავშვობაში, ეს ის ფეხებია, რომელსაც ახლა ის სხვა მიკოცნის, ჰო ის წვივებია.
ეს იგივე ზღვაა, ისევ უკიდეგანო, მაგრამ მაშინ სულ სხვანაერი იყო ზღვა. როცა პატარა ხარ, ზღვაც სხვანაერია. როცა იზრდები ზღვაც სხვაერი ხდება, როცა იზრდები იმასაც იგებ ,რომ შენ ლამაზ ზღვაში სადაც შენ ბანაობ კანალიზაცია გადის, თანაც იქვე სადაც ბანაობ, ოღონდ იქ რატომ ბანაობ არ იცი...
სხვისთვის ადგილი სადაც შენ დაგხარ არაფერია, ახლა იქ კაფეა პირდაპირ ზღვაზე. ადრე კი სანაპირო იყო და შეგეძლო ჩამხტარიყავი და გებანავა, მაგრამ მერე ვიღაცა ფულიანი მოვიდა და შენი ნაპირის წინა ზოლი მოეწონა, ნაპირი დააგრძელა და ახლა ძალიან, ძალიან ბევრი კაფეა იქ. ულამაზო კაფეები, მაგრამ მაინც კაფეები. შენი ნათლული პატარა გოგონასთვის კი ეს ადგილი არაფერია ახლა, მას მხოლდო კაფეები ახსოვს. ის ხომ არც იყო მაშინ მოვლინებული, როცა აქ ზღვის სულ სხვანაერი ნაპირი იყო.
რატომ განვიცდით ასე, როცა რაღაცა იცვლება?! განსაკუთრებით შენობა ან თუნდაც ნაპირი ჩვენი ბავშვობიდან?! ცვლიან იმას რაც ჩვენდა უნებურად ყველაზე მეტად გიყვარდა. ეს გაუაზრებელი შიშია, რომ შენ ამ ადგილს აღარ ეკუთვნი და საერთოდაც შენც სხვანაერი ხარ. სამყარო სხვანაერი გახდა.
ადრე მხოლოდ თამაში იყო... ახლა კი ვგრძნობ, როგორ მეხუტება... როგორ გვაქვს სხვანაერი ურთიერთობები... ეს ყველაზე მხურვალე და ვნებიანი დროა..
ჩემს ლამაზ კაბას აფრიალებს ქარი, მაშინაც ასე აფრიალებდა, ოღონდ ჩემი კაბა წითელი და დიდ თეთრ კოპლებიანი იყო. როცა ძალიან მიჭირს, სწორედ მაშინ მინდება ფრენა. ადრე სიხარულისგან მინდოდა ფრთები მქონოდა და ქარს გავყოლოდი, ახლა მე-7 სართულიდან ფრენა მინდება. მინდა დასრულდეს და დამთავრდეს.
რა ლამაზი იყო დრო, როცა ჩემთან იყო, როცა მუხლებზე მკოცნიდა და ტუჩებში.. როცა ვეძლეოდით დავიწყებას და ბუნგალოში, ერთად მთელ სამყაროს ვაცარიელებდით და ვარსებობდით მხოლოდ მე და ის.. ის და მე...
მზის ჩასვლაც სხვანაერი იყო, ქარის ქროლაც და ფრენის სურვულიც...
მაგრამ ქარიშხალების და გრიგალების პერიოდიც დგება.
კაბას ვიხდი და ჩემი სარკის წინ ვტრიალებ ხელებგაშლილი, მერე დიდ ნაჭერს ვიხვევ. მინდა მუსლიმანს დავმსგავსო, ხანაც ტავზე ვიკრავ თავსაფარს და ჩემს ნაჭერს კაბად ვაკეთებ.. ასე ეკლესიაში შემავალ გოგონებს მინდა მივბაძო... მეც ასე ვიცმევ, რომ მივდივარ, იგივე ეკლესიაში დავდვივართ ხოლმე, მაგრამ ეტყობა ჩემი ღმერთი სხვაა... ცრემელები მომდის ღაპა-ღუპით... მინდა გავიგო, რატომ მიმატოვეს, რა იმალება ამ აზიური ნაჭრის თუ თავსაფრის და კაბის უკან... რატომ არის ეს ესეთი მნიშმვნელოვანი, მე ხომ ის გულით მიყვარდა.. ამ ერთი გულის მეტი მე არ მაბადია და ისიც მას მივეცი..
მისი ნაჩუქარი ყოჩივარდები, გახმა და წიგნში მიწყვია.. ულამაზესებია. მიხუედავად იმისა, რომ გახმნენ მაინც არ დაუკარგავთ ბრწყინვალება.. მთავარია, რომ მოგონებებს ინახავენ...
ადრე მისთვის ყველა ვიყავი და ახლა არვინ გავხდი, ეს მხოლოდ ტყუილის და ილუზიის სამყარო იყო. შეიცავალა ყველაფერი, ფულმა შეცვალა ის, ისევე როგორც ის ნაპირიც ჩემი სახლის წინ...
სანამ ბავშვური თვალებით უყურებ ძალიან ლამაზია ეს სამყარო, მაგრამ მერე რაც უფრო ეცნობი ხედავ და იგებ მის სიმახინჯეებს, როგორც კანალიზაციას ზღვაში. მაგრამ სადღაც ხომ უნდა წაიღონ ნეხვი?! სადღაც ხომ უნდა გადამალონ და გაქეცნენ იმას რასაც გაურბიან?! რატომ არ შეიძლება ეს პატარა გარეუბანში გააკეთო, გარეუბნის წინ მდებარე სანაპიროზე, იქ უბრალო ხალახი ცხოვრობს, რომლებთანაც ცუდად მოქცევა შეგიძლია, რომლებთანაც შეგიძლია შენი მოჯმული გადამალო. იქ ხომ ასევე უბრალო გოგონა ცხოვრობს, რომლის მიტოვებაც შეგიძლია. იქ სადღაც შენთვის გამზადებული გოგო გელოდება, რომელბიც მშობლებმა შეგირჩიეს... შენი საქციელი, ნეხვის გადამალვას გავს...
მტკივა, ძალიან მტკივა... ისევ ჩემს აზიურ ნაჭერს ვიხვევ და ვტრიალებ.. ნეტა რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული... ნუთუ სიყვარული ნაჭრების უკან იმალება.. ნუთუ ის დაუვიწყარი დრო მასთან მეძავობა იყო. მე ხომ მას მზის ჩასვლა, ქარის მოტანილი ზღვის სურნელი და ჩემი დიდი სიყვარული ვაჩუქე... ეს სხეული მძულს, იმიტომ რომ მან დამიკოცნა. მისმა კოცნამ შემაყვარა და ახლა ისევე მძულს, როგორც შემიყვარდა... მინდა ჩემს სხეულსაც და ყველას გავექცე...
მეზიზღება ეს ნაჭერი... მცივა და უნდა შემოვიხვიო... მაკანკალებს ნერვიულობისგან და ვტირი...
მე წავალ. ამ მატარებლით წავალ. შორს წავალ.

No comments:

Post a Comment