Wednesday, October 14, 2009

66.6 FM ...

ახლა ყველას ძინავს. იცი მე ვერ ვცეკვავ ტანგოს. მე უბრალოდ ვცეკვავ. რითმებს ყვება ჩემი სხეულის ყოველი კუნთი. მე ვცეკვავ. ჩემს პატარა ოთახში. ფანჯრიდან მოსჩანს ჩემი ქალაქის სატელევიზიო ანძა. მასზე დამაგრებული ნათურები, ღამის სიბნელეში ანათებენ. მომწონს ეს ნათურები. შენთან კი შეიძლება ისე ანათებს, რომ ფარდებს თუ არ წევ ნერვებსაც კი გიშლის. მე ვფქირობ სანატრელო შენზე. ამ წამს მარტო მე და შენ ვართ. და მუსიკა. ეს მუსიკა კი ბევრთან არის. მაგრამ ყველა ვერ ცეკვავს, ყველა ვერ ოცნებობს, ყველას არ შეუძლია ჩემსავით ერთი პატარა სამყარო ჰქონდეს, სადაც შენ თან ხარ და თან არც ხარ. ჩემი ყურსასმენებით, მხოლოდ მე ვარ ჩემს სამყაროში და კიდევ ის ბევრი სხვა ვინც ამ FM-ს უსმენს, ამ ტალღაზე. ერთი ჰანგები გვაერთიანებს თითქოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის შესახებ არვიცით. არა ვიცით, რომ ვუსმენთ და ვტკბებით და ვცეკვავთ უაზროდ იმიტომ რომ ჩვენ გვიახარია, ან უბრალოდ თვალებს ვხუჭავთ და უბრალოდ ვუსმენთ.