Friday, July 1, 2011

მოწყენილი ჩანაწერი

უბალოდ ვზივარ და ვფიქრობ...  ვფირქობ წერაზე, აი ხშირად წერ და ვერ იგებენ რას წერ და რა ტრაილებს შენს სულში და რისი გადმოცემა გინდა და ვეძებ, გადმოცემის გზებს ვეძებ. მინდა უფრო ბევრს გავუზიარო ჩემი სულის ორომტრიალი და ამიტომაც ვეძებ გზებს. და ჩემს გზასაც ვეძებ, არვიცი მე ჩემს თავს საით მივაქანებ ან თვითონ ცხოვრება საით მიმაქანებს მე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდად დავასრულებ. ვგრძნობ რომ ძალიან ახლოს ვდგავარ როგორც წარმატებასთან და ასევე სიკვდილთან. ან ერთს ჩავეხუტები ან მეორეს. სიკვდილთან ჩახუტება კი ყველაზე რეალურია...

და ხანდანაც წერის უაზრო სურვილი მომეძალება, მინდა ვწერო და ვწერო გაუჩერებლად, ხანდახანაც ის ბეღურა მომაწყდება შეყვარებული, რომ არის და მეუბნება როდის უნდა დავასრულო, მეუბნება, რომ კარგი ბეღურაა და მეჩხუბება მისი ცხოვრების დაწერას, რომ დავპირდი რატომ არ ვუსრულებ... ის ხომ ძალიან საყვარელი ბეღურაა. მოდიან და მეუბნებიან რომ მათზე დავწერო, რამდენნი არიან, თავსაც ვეღარ ვუყრი, რომ ერთად დავალაგო და ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ და დარდობენ, ხანდახან უხარიათ კიდეც ხან რა ხან რაა. ხმებივით ჩამესმის მათი დარდები, ფიქრები, ხეების შრიალი და ვგრძნობ იმ ზღვის სუნს სადაც ჩემი პერსონაჟი ჩამომჯდარა.

მე რა მინდა?! მინდა შევძლო და ვისწავლო ის რაც განსაზღვრული მაქვს და შევძლო თუნდაც ვიყიდო მანქანა და შევიქმნა პირობები, ისე რომ არ გავრეკო და დრო მქონდეს ძალიან ბევრი ვწერო ჩემს პერსონაჟებზე და მინდა ოდესმე ხალხმა ჩემი პერსონაჟები შეიყვარონ, იმიტომ რომ მე მიყვარს ისინი. აი მალე გადმოვლენ წერილებში და იმედი აქვთ რომ ისევე შეიყვარებენ სხვები, როგორც მიყვარს მე.

ჩემი ბეღურა ში კი ზის და მელოდება. აუცილებლად დაგწერ ში. არ დაგივიწყებ.
და აუცილებლად აუცილებლად ვაიძულებ ჩემს თავს ვიმუშავო უფრო მეტი, რომ მივაღწიო უფრო მეტს, თორემ ძალიან გამიჭირდება ძირს დავარდნა და ფრთების მოტეხვა, მე ხომ ასე მიყვარს ფრენა და ვიცი... ვიცი ვერ გავუძლებ და სიცოცხლისგან დავიცლები.

კოცნის აკრძალვის შესახებ ანუ სიყვარულს ვერ აკრძალავ

პირველი რაც საოცარი იყო, წამოვიდა რაღაცა დიდი საპროტესტო ტალღა, ნუ კოცნა აუკრძალიათ, მალე სექსსაც აგვიკრძალავენ და ასე დაუსრულებლად. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ირანად გვიპირებდნენ გადაქცევას და ახალგაზრდობამ ხმა ამოიღო, არ დაჩმორდა და თქვენ ვერ დააჩმორებთ მათ და მართლა როცა ხმა იყო ამოსაღები საქართველოში მაშინ დუმდა ხალხი, ახლა კი დაირაზმნენ გასაპროტესტებლად, ეს რა გაუკეთებიათ თურმე.
შეგიჩმნევიათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ ვინმე ჩხუბობს ან რაიმე მოუვიდა შემოიკრიბება ხოლმე მის ირგვლივ ხალხი, აი ისე უბრალოდ ან ყველა გახედავს და ყურს დაუგდებს რაზე ჩხუბობენ ან რა ხდება. განა ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ვინმეს ან მათი გაშველება უნდა ან მათი დახმარება ანაც მისვლა და წესირიგისკენ მოწოდება(?!), არა ! ! ! უბრალოდ ქართველი ერი, როგორც მგონი არცერთი სხვა არის სანახაობის მოყვარული ხალხი, სანახაობის დონეზე აინტერესებთ შენ თუ ესკალატორიდან გადმოვარდი და ცხვირ პირი დაალეწე იატაკს ან რკინის საფეხურებს(ღმერთმა ყველა დაგიფაროთ), ექიმთა ჯგუფი რომ გეხვიოს დასახმარებლად, ხალხი მაინც შემოეხვევა ირგვლივ სიტუაციას, შენი დახმარება არც შეუძლიათ და არც გჭირდება, მაგრამ შენი დალეწილი ცხვირ-პირი უნდა ნახონ ან კიდე როგორ ჩხუბობ შენს მეგობართან მაგალითად სიტყვიერად. ასევე შეიძლება 10 კაცს ქონდეს საპროტესტო აქცია გამართული და მივიდეს პოლიცია და ეჩხუბოს და მერე ეს გადმოცეს ტელევიზიამ, აი ამის მერე ბევრად მეტი ადამიანი შეიკრიბება იქ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ხალხი ეძებს დრამას ცხოვრებაში. აიიი ნახეთ ჩვენ გვებრძვიან და გვერჩიან ანაც კიდე იქნე გალახონ და მერე გმირობას გამოკრას ხელი და პროფილის გადაცემაშიც მოხვდეს ან იქნებ ნანუკამ მიიწვიოს, თორემ სულ არ აინტერესებდეს შეიძლება ის 10 ადამიანი რას აპროტესტებს. ძალიან ბევრი ალბათ ნანობს, რომ არ დაიბადა გარკვეულ თარიღებამდე ადრე, რომ სადღაც შანსი არ გამოპარვოდა გამხდარიყო თავისი დროის გმირი და მისთვის მიეძღვნათ წიგნები, სტატიები, სპექტაკლები და ა.შ. ანაც შვილიშვილისთვის ქონდეს რაიმე მოსაყოლი მაინც.

უბრალოდ სექსი

გავადწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება საქართველოში ესე. პირველი და განსაკუთრებულად დიდი პროტესტი გამიჩნდა სკოლაში. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ვსწავლობდი და ქართულის მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ იყო ჩემი მასწავლებელი, გამოვუთქვამდი პროტესტს კლასში განსხვავებული აზრის დევნის გამო და ყველა ლექსის თუ მოთხრობის თუ ნებისმიერი რამის რელიგიური ახსნის გამოც. ამის თქმისთვის იეღოველობა დამწამა და გამომიცხადა, რომ არ სურდა არც იეღოველი და არც მუსლიმანი მოსწავლე კლასში და მოითხოვა დამეტოვებინა სკოლა თუ არა მისი კლასი მაინც. დიდი ხანი დავალებებას არ ვუსრულებდი პროტესტის ნიშნად და მოვითხოვე კიდეც სხვა ქართულის მასწავლებელთან გადასვლა, რაზეც მეთქვა სასტიკი უარი და იძულებული ვიყავი დავსწრებოდი მის გაკევეთილებს. ერთხელაც მოგვეცა დასაწერად თავისუფალი თემა "სიყვარული" და მე პროტესტის ნიშნად არც ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა ჩემი კლასელების თემების ხმამაღლა წაკითხვას და აი მაშინ კი გავბრზადი და ავდექი და საკმაოდ ვრცელი თემა დავწერე მეც. ყველას ეწერა თითქმის რუსთაველის ცნობილი სტროფის ციტატა უგულო ხვვენა კოცნაზე და მტლაშა-მტლუშზე და კიდე ის, რომ როგორც თანამედოვე ადამიანებს ესმით სიყვარული, ისე არ ყოფილა და სექსი გარყვნილებაა.  რუსთაველსაც კი რაც შეეხება, იმასაც წერდა, რომ აუცილებელია ფიზიკური სილამაზეც სიყვარულისას და მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მახინჯებს სიყვარული არ შეუძლიათ?! არა უბრალოდ ის წერდა იდეალურ სიყვარულზე და მისი ნაწერი კიდე სხვათაშორის საუკუნეებს ითვლის. და ყველას გაგიმარჯოთ ეგეთი იდეალური სიყვარულის პოვნის გზაზე, რომ პირველადვე შეგხვედროდეთ თქვენვის იდეალური, რომელსაც ყველა მხრივ ეწყობით, მაგრამ იცით რაა, ყველას ასე არ უმართლებს და რეალური ცხოვრება მაინც კიდე უფრო სხვაა ნებისმიერი მწერლის ნაწარმოების თუ საერთოდ კინოფილმის გარეთ.


***

ფიქრები მათოვს,
მარტოობა ვეღარ მართობს.
საბანი მათბობს,
ბადაგი მათრობს.
შენზე ფიქრები კი,
მათოვს და მათოვს.
სული კი ნატრობს,
შენს სხეულს ახლოს...
დრო აღარ დათმობს
წამებსაც ახლოს.
შენ ისევ შორს ხარ,
მე ისევ მარტო...

და ისევ თოვა, ფიქრები
ფიქრები როგორც ფიფქები...

ი.კ.-ს