Friday, July 1, 2011

კოცნის აკრძალვის შესახებ ანუ სიყვარულს ვერ აკრძალავ

პირველი რაც საოცარი იყო, წამოვიდა რაღაცა დიდი საპროტესტო ტალღა, ნუ კოცნა აუკრძალიათ, მალე სექსსაც აგვიკრძალავენ და ასე დაუსრულებლად. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ირანად გვიპირებდნენ გადაქცევას და ახალგაზრდობამ ხმა ამოიღო, არ დაჩმორდა და თქვენ ვერ დააჩმორებთ მათ და მართლა როცა ხმა იყო ამოსაღები საქართველოში მაშინ დუმდა ხალხი, ახლა კი დაირაზმნენ გასაპროტესტებლად, ეს რა გაუკეთებიათ თურმე.
შეგიჩმნევიათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ ვინმე ჩხუბობს ან რაიმე მოუვიდა შემოიკრიბება ხოლმე მის ირგვლივ ხალხი, აი ისე უბრალოდ ან ყველა გახედავს და ყურს დაუგდებს რაზე ჩხუბობენ ან რა ხდება. განა ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ვინმეს ან მათი გაშველება უნდა ან მათი დახმარება ანაც მისვლა და წესირიგისკენ მოწოდება(?!), არა ! ! ! უბრალოდ ქართველი ერი, როგორც მგონი არცერთი სხვა არის სანახაობის მოყვარული ხალხი, სანახაობის დონეზე აინტერესებთ შენ თუ ესკალატორიდან გადმოვარდი და ცხვირ პირი დაალეწე იატაკს ან რკინის საფეხურებს(ღმერთმა ყველა დაგიფაროთ), ექიმთა ჯგუფი რომ გეხვიოს დასახმარებლად, ხალხი მაინც შემოეხვევა ირგვლივ სიტუაციას, შენი დახმარება არც შეუძლიათ და არც გჭირდება, მაგრამ შენი დალეწილი ცხვირ-პირი უნდა ნახონ ან კიდე როგორ ჩხუბობ შენს მეგობართან მაგალითად სიტყვიერად. ასევე შეიძლება 10 კაცს ქონდეს საპროტესტო აქცია გამართული და მივიდეს პოლიცია და ეჩხუბოს და მერე ეს გადმოცეს ტელევიზიამ, აი ამის მერე ბევრად მეტი ადამიანი შეიკრიბება იქ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ხალხი ეძებს დრამას ცხოვრებაში. აიიი ნახეთ ჩვენ გვებრძვიან და გვერჩიან ანაც კიდე იქნე გალახონ და მერე გმირობას გამოკრას ხელი და პროფილის გადაცემაშიც მოხვდეს ან იქნებ ნანუკამ მიიწვიოს, თორემ სულ არ აინტერესებდეს შეიძლება ის 10 ადამიანი რას აპროტესტებს. ძალიან ბევრი ალბათ ნანობს, რომ არ დაიბადა გარკვეულ თარიღებამდე ადრე, რომ სადღაც შანსი არ გამოპარვოდა გამხდარიყო თავისი დროის გმირი და მისთვის მიეძღვნათ წიგნები, სტატიები, სპექტაკლები და ა.შ. ანაც შვილიშვილისთვის ქონდეს რაიმე მოსაყოლი მაინც.


რამ გამოიწვია ამ კოცნის აკრძალვაზე ესეთი აჟიოტაჟი?! რაღაცა დაუკოებელი სურვილი აქვს ქართველებს, ალბათ როგორც ყველა პატარა ერს, მათ შესახებ გაიგონ მსოფლიოში და აღიარონ. აი არსებობს ასეთი პატარა ერი და კოცნა აუკრძალეს და მასობრივად გამოვიდა ხალხი და ჩახუტა და აკოცა ერთმანეთს და ამის შესახებ გადმოცემენ ტელევიზები, ეს მამაცი ხალხი, მათ კოცნის აკრძლავა გააპროტესტეს. ალბათ უკვე თავიანთი თავი ბიბისის სიუჟეტში ყავდათ წარმოდგენილი ეს ჩახუტებულ მოკოცნავე წყვილები, ბიბისი თუ არა ერორი მაინც.
არადა რამდენი უსამართლობა ხდება საქართველოში, მათ არ ხედავენ და არ აპროტესტებენ, აბა რა გასაპროტესტებელია ის, რომ ვიღაცამ რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლებიდან ფული მოიპარა და ვიღაცამ კუთვნილი დახმარება ვერ მიიღო და შიმშილით სული ძვრება. ამის გაპროტესტება არაა მოდური, სამაგიეროდ კოცნის აკრძალვა არის და მაგარი ტიპი ხარ თუ ამას აპროტესტებ. შენ ახლა ისტორიული მოვლენის მონაწილე ხდები, ძველად 2011 წელს მთავრობამ მოინდომა კოცნის აკრძალვა და ხალხი მასიურად გამოვიდა და კოცნით გააპროტესტა ეს კანონი და მაშინდელმა თაობებმა შემოგინახეს ახლა კოცნის უფლება.
აი როგორ წარმოედგინა ორივე მხარეს ეს პროტესტი თუ აქცია.
ჟურნალისტები მივიდნენ იქ უბრალოდ სკანდალისთვის და კიდე რამდენიმე Facebook-ზე შეკრებილი ადამიანი, რომლებიც სულაც არ იყვნენ მანამდე დაკავებული პარკში თუ სკვერში კოცნით, უბრალოდ ამის გაპროტესტება მოდური იყო და როცა საქმე საქმეზე მიდგა არავის მოუნდა კოცნა. როგორც გახდა ცნობილი ერთმა აკოცა და მოეხვივნენ კამერები დასაფიქსირებლად და აბა ვის უნდა კამერებში დაფიქსირდეს?

მახსოვს ზაფხულის ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან.... საოცრად ცხელოდა და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად მეც ვსეირნობდი ბაღში... მახსოვს საოცარი სიმშვიდე ბაღის, თბილისის აუტანელ სიცხეს დავემალეთ და საოცრად სასიამოვნო იყო ხეების სიგრილე, სკამზე ვიჯექით და რაღაცაზე ვსაუბრობდით თითქოს უსასრულოდ გაიწელა ჩვენი საუბარი, ერთი თემიდან მეორეზე გადავდიოდით, მახსოვს იმ დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ვსაუბრობდით და უცებ მოგვინდა ერთმანეთის ბაგეების სიმშრალე გვეგრძნო და აი ყველანი გაქრნენ ჩვენს ირგვლივ, სხვა მოსეირნე ადამიანები, სასმელების გამყიდველი ქალი, ვიღაცა გოგონა, რომელიც ჟურნალს კითხულობდა ჩვენს წინ და თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით. კოცნა არის ძალიან ინტიმური, მაგრამ მერე რაა რომ ბაღში ვიჯექით და უამრავი ადამიანი იყო... უბრალოდ ჩვენ მათ ვერ ვხედავდით და ბუნებრივად გვინდოდა გვეკოცნა.

იქ შეკრებილი ადამიანებიდან კი პროტესტზე მეტად გამოჩენის და სანახაობის ნახვის სურვილი მოდიოდა, არამარტო პროტესტის მონაწილეებიდან, არამედ მათ სანახავად მისული ხალხისგანაც, ჟურნალისტებიც იგულისხმებიან. არავინ მოინდომა კამერების წინ კოცნა, არც მე მოვინდომებდი, მე ვკოცნი სიყვარულის ნიშნად, ვნების ნიშნად და არა პროტესტის ნიშნად. კოცნა ხომ სიყვარულის და ვნების სიმბოლოა და კოცნით თუ იმ იდეას ებრძვით რაც სიყვარულს და ადამიანთა ჰუმანურ გრძნობებს ეწინააღმდეგება მაშინ შეიძლება იქნეს გამოყენებული პროტესტის ნიშნად და არა როცა მაგალითად შეიძლება კინოს სალაროს წინ აკრძალავენ კოცნას. კი უაზრობაა კოცნის აკრძალვა ბაღებსა და სკვერებში, მაგრამ კიდე უფრო უაზრობაა აი ესეთი სახის "პროტესტი". არ აკოცეს, იმიტომ რომ არც ქონდათ პროტესტი. ადამიანები, რომელბსაც რეალურად შეიძლებოდა გასჩენოდათ პროტესტი, სინამდვილეში უმეტესად გაუბედავი, უფულო ახლაგაზრდები არიან და რაც მთავარია თვითონაც ტრადიციულად მოაზროვნეები. აბა ტრადიცულად მოაზროვნეები, რომ არ იყვნენ დაკავდებოდნენ სექსით და მხოლოდ ბაღებსა და სკვერებში კოცნით არ ჩაიხცრობდნენ ვნებებს. ყველამ კარგად ვიცით, რისთვის "ზასაობენ" პერიოდულად ეს ახალგაზრდა ადამიანები ეგეთ ადგილებში. იმიტომ ირჩევენ ბაღებსა და სკვერებს, რომ აქ ნაკლები შანსია მეზობელმა მაყვალამ დაგინახოს, გაგლანძღოს და გაგჭოროს, კიდევ იმიტომ რომ  ეს ისე თუ ასე რომანტიკულია(დარმწუნებული ვარ ასე მიიჩნევენ) და კიდევ იმიტომაც რომ სექსს ვერ ბედავენ, მაგრამ უბრალოდ კოცნაც კი არ მიაჩნიათ თვითონ მათვე მართებულ საქციელად ხშირად, იმიტომ რომ სწორედ ეს საზოგადოებაა ქალიშვილობის ინსტიტუტის მხარდამჭერები, უბრალოდ ხანდახან მცირე "ცოდვებს" ისინიც ჩადიან. კი ახლა ეს "ცოდვაც" აუკრძალეს, მაგრამ გულის სიღრმეში კიდეც ემხრობიან დარწმუნებული ვარ რაღაც დონეზე. ასე რომ აპროტესტებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელსაც როგორც უკვე ვთქვი ცხოვრებაში დრამას ეძებს და ნანობს, რომ ჰიპების ეპოქაში არ დაიბადა და არ აპროტესტებენ ისინი, ვისაც ეს აკრძალვა რეალურად შეეხო. ანუ უგულავას იმაზე ბევრად მეტი მომხრე ყავს ვიდრე გგონიათ.

რაც შეეხება თვითონ იდეას, არც დაიფიცოს ჩვენი დედაქალაქის მერმა, რომ ახალგაზრდობაში ერთხელ მაინც არ უკოცნია ბაღში ან სკვერში და ნურც იმაზე დადებს თავს, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, საყვარელ ქალთან ბაღში სკამზე ჩამომჯდარს ან უბრალოდ მოსეირნეს ერთხელ მაინც არ მოუნდება საყვარელი ქალის ბაგეებს დაეწაფოს. უბრალოდ ყველაფერი რაღაცისთვის კეთდება. აქამდე გვესმოდა როგორ გვლანძღავდნენ ახალგაზრდებს ბაღში კოცნის გამო, დავცინოდით მოზასავე წყვილებს ალექსანდროვის ბაღში და დავიცნოდით ქართულ მენტალიტეტს ამის გამო, აი სექსს ვერ ბედავენ და ერთმანეთს კუჭის წვენს უღებენ და ა.შ. თბილისის ფეშენ საზოგადოებაშიც მიაკრეს გოიმობის იარლიყი, არ მოსწონდათ კდემამოსილ ოჯახებს, შვილებიც ხედავენ როგორ "ზასაობთო" და თითქოს აკრძალვა ამ დაცინვების და "ბავშვთან ერთად ვსეირნობ და აქ ნუ ზასოაბთ თქვე გარყვნილებოს" ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ ხშირად თვითონაც არ იცის რა უნდა. დაინახა გიგიმ რომ საზოგაოდების მხარდაჭერა ქონდა და აკრძალა და აქვს კიდევაც იმ ტრადიციების "დამცველი" საზოგადოების მხარდაჭერა ბნელ ოთახში რომ აკეთებს ბავშვებს და რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს საქართველოში და რა ჭირდება ყველაზე მეტად ქალაქის მერს, რომელსაც უფრო მეტის ამბიცია აქვს?! მოსახლეობის მხარდაჭერა რა თქმა უნდა აქვს კიდეც და რამდენიმე ახლაგაზრდა, რომლის სურვილია ამერიკაში და ჰიპების ეპოქაში დაბადებულიყო და რამდენიმე სიუჟეტის, უფრო სწორად კი ფულის გასაკეთებლად მისული ჟურნალიტების ხროვამ, რომელსაც სურდა რაიმე სკანდალური მიეტანა ტელევიზიაში, გაზაფხული ვერ მოიყვანა და ვერც მოიყვანს.

დაკსვნით ნაწილად კი დავწერდი, რომ ჟურნალისტების დასაცინი არ არის ვინც "აპროტესტებდა", თვითონაც არანკლებ დასაცინები არიან. ყველანაირ ეთიკას მოკლებული ჟურნალისტები გვყავს, ოღონდ რაიმე სკანდალური იპოვონ და ავარიაში დაღუპული გასრესილ-გაჭყლეტილი ადამიანი საშინელი შესახედი რომ იყოს იმის გაშუქებასაც კი არ მოერიდებიან, მერე რა რომ კანონი აძლევთ რამდენიმე წამით გაშვების უფლებას, ეს ხომ არაეთიკურია, ასეთ მდგომარეობაში ანახო ადამიანი და არაფერი, რომ არ ხდებოდეს, მაინც ქმნიან სკანდალს და სკანდალზე აგენებ საინფორმაციო გადაცემებს და აი ამიტომ არიან იმ ხალხზე ბევრად უარესები და მოვუწოდებ თვითკრიტიკისენ და ეთიკურობისკენ.

აკრძალვაზე იმას დავამატებდი, რომ უბრალოდ სისულელეა და როგორც ყველა სისულელეს დრო გაფანტავს, ახლა ვიღაცას უბრალოდ ამ მორალისტი ხალხის მხარდაჭერა ჭირდება თუ გინდა სუნთქვასაც აკრძალავას.

მე ჩემი და რამოდენიმე ადამიანის სახელით ქალაქის მერე კი ვეტყვი, ვკოცნით სიყვარულის გამო, ვნების გამო, ურთიერთმიზიდულობის გამო და იმიტომ რომ ამის სურვილი ბუნებრივად იბადება ადამიანის ცნობეირ თუ ქვეცნობიერ ბუნებაში. ებრძოლო სიყვარულს და ადამიანურ ვნებებს უაზრობაა და აუცილებლად დამარცხდები, სიყვარულთან ბრძოლაში ხომ ყველა მარცხდება გიგი და შენც დამარცხდები.

ჩვენი პროტესტი კი სიყვარულია და ჩვენ ყოველთვის ვაკოცებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ გვიყვარს და გვიზიდავს.


პ.ს.ჩემი აზრი კოცნის აკრძალვასთან და ამის შესახებ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
პირველად გამოქვეყნდა აი რეპორტერზე 25 ივნისს, 2011 წელს ---> http://www.ireporter.ge/?p=13801#comments


2 comments:

  1. kocna da siyvaruli tu gindat,bevri adgili arsebobs magistvis da namdvilad araa sachiro patara bavshvebis tvalwin izasaon.dz kai ro skverebshi akrdzales,momwons eg faqti,bavshvis gaseirneba ro gindodes tavisuflad mainc gaiyvan.

    ReplyDelete
  2. ho da kide erts vityvi,kocnas da siyvaruls aravin gikrdzalavt,sazogadoebriv tavsheyris adgilebzea mxolod da mxolod saubari.ise sadac gindat iq akocet ertmanets

    ReplyDelete