Friday, July 1, 2011

უბრალოდ სექსი

გავადწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება საქართველოში ესე. პირველი და განსაკუთრებულად დიდი პროტესტი გამიჩნდა სკოლაში. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ვსწავლობდი და ქართულის მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ იყო ჩემი მასწავლებელი, გამოვუთქვამდი პროტესტს კლასში განსხვავებული აზრის დევნის გამო და ყველა ლექსის თუ მოთხრობის თუ ნებისმიერი რამის რელიგიური ახსნის გამოც. ამის თქმისთვის იეღოველობა დამწამა და გამომიცხადა, რომ არ სურდა არც იეღოველი და არც მუსლიმანი მოსწავლე კლასში და მოითხოვა დამეტოვებინა სკოლა თუ არა მისი კლასი მაინც. დიდი ხანი დავალებებას არ ვუსრულებდი პროტესტის ნიშნად და მოვითხოვე კიდეც სხვა ქართულის მასწავლებელთან გადასვლა, რაზეც მეთქვა სასტიკი უარი და იძულებული ვიყავი დავსწრებოდი მის გაკევეთილებს. ერთხელაც მოგვეცა დასაწერად თავისუფალი თემა "სიყვარული" და მე პროტესტის ნიშნად არც ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა ჩემი კლასელების თემების ხმამაღლა წაკითხვას და აი მაშინ კი გავბრზადი და ავდექი და საკმაოდ ვრცელი თემა დავწერე მეც. ყველას ეწერა თითქმის რუსთაველის ცნობილი სტროფის ციტატა უგულო ხვვენა კოცნაზე და მტლაშა-მტლუშზე და კიდე ის, რომ როგორც თანამედოვე ადამიანებს ესმით სიყვარული, ისე არ ყოფილა და სექსი გარყვნილებაა.  რუსთაველსაც კი რაც შეეხება, იმასაც წერდა, რომ აუცილებელია ფიზიკური სილამაზეც სიყვარულისას და მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მახინჯებს სიყვარული არ შეუძლიათ?! არა უბრალოდ ის წერდა იდეალურ სიყვარულზე და მისი ნაწერი კიდე სხვათაშორის საუკუნეებს ითვლის. და ყველას გაგიმარჯოთ ეგეთი იდეალური სიყვარულის პოვნის გზაზე, რომ პირველადვე შეგხვედროდეთ თქვენვის იდეალური, რომელსაც ყველა მხრივ ეწყობით, მაგრამ იცით რაა, ყველას ასე არ უმართლებს და რეალური ცხოვრება მაინც კიდე უფრო სხვაა ნებისმიერი მწერლის ნაწარმოების თუ საერთოდ კინოფილმის გარეთ.





მთელი სკოლის თითით საჩვენებლი გავხდი იმის მერე, რაც დავწერე, რომ სექსი ურთიერთობის დროს აუცილებელია და აზრი არ აქვს თავშეკავებას და ისიც დავწერე, რომ ახალგაზრდობა გადაყოლილია თვითდაკმაყოფილებას. ოღონდ ეს მოკლე აზრია იმ უზარმაზარი თემისა რაც დავწერე და ყველგან პრობლემები შემქნია სექსის გამო. რამდენმე მეგობარიც კი ჩამომშორდა იმის გამო მაგალითად, რომ მისი ახლადგამომცხვარი ოოოეეე ყანააა შეყვარებული ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს და სულ მუდამ მეზობლების, კლასელების, ნაცნობების და ა.შ. ხალხის საჭორაო ობიექიტი ვარ.

თემის დაწერიდან ერთ თვეში სკოლაში სკანდალი მოხდა, ახალგაზრდა ლამაზ გოგონას "გაუბაზრეს" ინტერნეტში ერთ-ერთ მესინჯერში, ვიდეო თვალის ჩართვის დროს დასკრინებული ფოტოები, რომელზეც ჩანს როგორ მასტურბირებს კამერის წინ და როგორაა დაკავებული ე.წ. ვირტუალური სექსით. ქართველმა მაჩო სურათები გადაუღო ეკრანს და გაუბაზრა მაშინ, როცა გოგონას აღარ უნდოდა მასთან ვირტუალური სექსი როგორც შემდგომ გავიგე ჯერ ემუქრებოდა თუ იგივეს არ გააკეთებდა გაუვრცელებდა და გოგონამ არ მიიღო სერიოზულად ეს მუქარა და ნუ შედეგიც ვნახეთ.

ადრე შეიძლება საჭირო იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი, დაავადებების არ გავრცელების გამო, ასვეე იმის საიმედოობის, რომ შვილი ნადვილად შენი შვილია,  მოულოდნელი ორსულობის თავიდან აცილების მიზნითაც და იყო რიგი მიზეზებისა, მაგრამ ადრე ადრეულ ასაკშიც თხოვდებოდნენ და დაუკმაყოფილებლობა ხასიათში არ გადადიოდათ არც გოგონებს და არც ბიჭებს, ადრე ქალის უპირველეს მოვალეობად ის მიიჩნეოდა ბავშვები გაეჩინა და შვილები გაეზარდა და როცა ერთმა სქესისტმა კითხვა დამისვა თუ ქალები და კაცები გონებრივად თანაბრები ვართ და ქალსაც შეუძლია გამოვიდეს ინჟინერი რატომ ყავსო კაცობრიობას უფრო მეტი მამრობითი სექსის მეცნიერები და არა ქალებიო? პასუხი კი ძალიან მარტივია, ქალები ყოველთვის ბავშვებს აჩენდნენ, დიდი ხანია არ ქოდნათ განათლების მიღების უფლება და საერთოდაც ითვლებოდა, რომ არ იყოს საჭირო ქალისთვის განათლება საჭირო, მერე 9 თვეს მუცლით ბავშვს ქალი ატარებს და უმეტესად ქალი ზრუნდავდა ბავშვზე და სულაც არ მიკვირს, რომ მამაკაცი მეცნიერები, რომ გვყავს უფრო და კრისტოფერ კოლუმბუსი კაცი, რომ იყო. სქესიტურმა აზროვნებამ მიგვიყანა აქამდე.

ახლა კი საუკუნე შეიცვალა, დიდი დრო გავიდა და ცოტა უფრო გამვფხიზლდით, თავდაცვის საშუალებებიც გვაქვს და იმის უფლებაც არ ვიყოთ მხოლოდ სამზარეულოს კომბაინები და კაცების მონა. აი ამას მე პირდაპირი მნიშმვნელობით ვამობობ. ყველა ქართველ მეოჯახე ქალს ეწყინოს თუნდაც. სამზარეულოს კომბაინები და მონები ხართ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება უპასუხოს გოგოების დიდმა ნაწილმა, კითხვას თუ რატომ გათხოვდა "სხვა რა მეკეთებინა".

ძალიან ბევრი მამაკაცი მინახავს და შემხვედრია ცხოვრებაში და ბევრზეც მსმენია ჩემი მეგობრებიდან, ახლობლებიდან, ნათესავებიდან, ზოგჯერ წარმატებული ისტორიები, ზოგჯერ წარუმეტებელი ვიღაცა ოჯახის მუჭუჭ გიაზე მაგალითად და რეალურად როგორია გია?! რა ხდება ფარდის მიღმა?!
მქონია ცოლიან მამაკაცთან სექსი, იმიტომ რომ რომ მომატყუა, რომ ცოლი არ ყავდა და თავი მომაჩვენა იმ აზროვნების ადამიანად, რომელიც რეალურად არ იყო. და როგორი იყო "გია ფარდის მიღმა"?? უპატარესი პენისით, რომელიც არც კი უდგას ნორმალურად და ვინ არის მისი ცოლი?! ერთი მორალისტი ქალბატონი, რომელისთვისაც "გია" პირველი და ერთადერთი მამაკაცია ცხოვრებაში და ნუ ყავს შვილები, მთელი დღე გადაყოლილია ოჯახს და თავისუფალ დროს უთმობს ჭორაობას,  მეზობლის გოგოს ლანძღვას, მოკლე იუბკის გამო და უწოდებს ბოზსს, კიდე უყურებს მაია ასათიანის "პროფილს", ასევე ბეგაშვილსაც ლანძღავს "ეგ ბოზი ეგა" და ნუ ა.შ. რეალურად კი მის ქმართან სექსის მერე, ვერ იგებს, რატომ გიჟდებიან სექსზე ასე, ქმარი რაღაცას აკეთებს, წუთზე ნაკლებ დროში ათავებს, მერე ოფლიანი ეცემა მის მკერდზე და კოცნის და აი სად არის ქალური ეგოს დაკმაყოფილების შეგრძნება, აი რა მოწონს. ქმარი დააკმაყოფილა ამ თვეში და შეუძლია შემდეგი თვე მშვიდად იყოს, მაგრამ მეზობლის გოგოს მაინც ვერ იტანს, მაგ ბოზს მაგას, განსაკუთრებით იმას, როცა ხედავს მისი ქმარი ჩუმად თვალს როგორ აყოლებს.
უბრალოდ ქართველი ქალების უმეტესობამ, არც კი იცის რას ნიშნავს რეალურად სექსი. განსაკუთრებულად ვინც უჭერს ქალიშვილობის ინსტიტუტს მხარს ზუსტად იმათზე გამიგია საწოლში "ვაჟკაცობის ამბები" უმეტესობას პატარა აქვს და არც უდგება ნორმალურად.
ვისაც არა და ამაყია და როგორ უნდა დაუშვას ის რომ მის უბნელს ოდესღაც მის ცოლთან ქონდა სექსი. ქალს ხომ არ აქვს საქართველოში წარსულის ქონის უფლება და ის ხომ მისია და მისი საკუთრებაა მხოლოდ. და საკუთრება არა გადატანითი მნიშმვნელობით, არამედ პირდაპირით. მისმა ცოლმა არ უნდა ჩაიცვას გამომწვევად და ისე, როგორც იცვამენ გოგონები, რომელსაც ის თვალს აყოლებს და ნაშას სტატუს აკრავს, ათას ტყუილს იგონებს, რომ გაიგოს იმ გოგონას გემო და კიდე იხდის უამრავ ფულს მეძავებში, მაგრამ ცოლს ამას არ კადრებს და ძმაკაცებშიც არაა საამაყო, ცოლი შენთვის ერთადერთი ქალი რომ არის, არა ცხოვრებაში საერთოდ, არამედ ქორწინების მერე.

ყველაზე მომგებიანი ქალიშვილობის ინსტიტუტი იმ მამაკაცებისთვისაა, რომლებიც რეალურად ვერ აკმაყოფილებენ ქალს და პლიუს ეგოისტი მესაკუთრეებისთვის. რა უნდა ქნან ესეთმა მამაკაცებმა?! ქალი სხვა ხერხით უნდა დააკმაყოფილონ, მაგრამ ეს ქართულ მამაკაცურ ეგოს ეწინააღმდეგება.

და ქალები, რომლებიც უჭერენ ქალიშვილობის ინსტიტუს მხარს. უმეტესად და უპირველესად საზოგადოების შიში აქვთ. უმეტესობა ქალებს კიდე საქართველოში ქალური ბედნიერების ამომავალ წერტილად გათხოვება და ბავშვების გაჩენა მაიჩნია და ვაიიიიი მერე რომ ვერ გათხოვდეს რა ქნაააას?! შემდეგი კიდე მოდის მიზეზი, რომ აი არაფერი არ აქვთ ამ ქალებს ღირებული, უმეტესობას სკოლაშიც არ უსწავლია წესიერად ან უნივესიტეტში გათხოვების გამო სწავლობს, რაც უფრო კარგი დიპლომი გაქვს, მით უფრო კარგი CV გაქვს გასათხოვებლად. ანაც რომ ისწავლიან არ უნდათ მუშაობა, არ უნდათ იმ სიძნელეების წინაშე დგომა რის წინაშეც ცხოვრება აყენებს ნებისმიერ ადამიანს. კი ძალიან დიდი შრომაა ბავშვების გაჩენა და მერე მათი გაზრდა და აღზრდა, მაგრამ მუშაობაზე და ცოტა ტრაკის შენით განძრევაზე ბევრად უფრო ადვილია. გათხოვდები გააჩენ შვილებს, მოუვლი და ვიღაცამ უნდა იშრომოს იმდენი, რომ საკუთარი თავის გარდა კიდე სამი ადამიანი შეინახოს მაინც და ხანდახან მოხუცი მშობლებიც ემატება. მერე გამოვდივართ და გაუთავებლად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ხელფასები პატარაა, სამუშაოები არ არის, პენსიები გაგვიზარდეთ და ა.შ. ერთ ადამიანს, რომ დააწევება ამდენი კაცის რჩენა მითხარით, რომელი ხელფასი უნდა გეყოს?! და შესაბამისად გვაქვს კიდეც საქართველოში სოციალურად განსხვავებული ფენები. არ უჭირთ იმ ოჯახში, თუ კაცმა რაღაცას მიაღწია და გადაწვდა მისი ხელფასი როგორც იქნა ამ ადამიანებს ყველას, ან ის მოხუცი მშობელბი არ უნდა იყვნენ მოხუცები და უნდა შეეძლოთ ამათი ფინანსური დახმარება და პლიუს მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშრომი უნდა ქონდეთ და სოფელშიც აგარაკი უნდა ქოდნეთ, თვითონ ცალკე ბინაში ცხოვრობდნენ შვილებს თითო ბინას აძლევდნენ და ა.შ. და ნუ ორივეს ოჯახი თუ ეგეთია აშენდნენ ჩათვალე და თუ მხოლოდ ერთის და მეორეს ძალიან მოხუცი ავადმყოფი მშობლები ყავს, ჩემი რძალის მათხოვარი მშობლებს უწოდებენ მეორე მშობლები ან ნუ ეხმარები ცოლო ავადმყოფ მამაშენს, ჩვენ ფული სხვა რამეზე უნდა დავზოგოთ, თუ შენს მშობლებს მიეცი ვერასდოეს ვიყდით, იმას, ამას.  აი ეს ფენაა საქართველოში შეძლებული და რა უნდა ქნას ტიპიურმა ქართველმა ბიჭმა, რომელსაც უბრალო განათლება აქვს მიღებული, არ ყავს მდიდარი მშობლები და არც ბინა აქვს და უცებ თხოვენ, რომ არჩინოს ამდენი ადამიანი. აი ცოლიც რომ მუშაობდეს ხშირ შემთხვევაში და სახლში არ იჯდეს მარტო ბავშვებს და არ ელოდოს როდის დაბრუნდებიან სკოლიდან საქრათველოში ოჯახები ბევრად უკეთ ირჩენდნენ თავს, მაგრამ ქართველ ქალს იმის გარდა არაფერ შეუძლია, რომ ქმარს ეჩხუბოს და აიძულოს დღეღამეში ლამის 24 საათი იმუშავოს, რომ მთელი ოჯახი შეინახოს.

ვერასოდეს წავალთ ამ აზროვნებით ჩემი აზრით წინ. დროა ქალები გამფხიზლდნენ ცოტა და კაცებიც. დროა ისე შექმნათ ოაჯხები, რომ სექსში ერთმანეთს ეწყობოდეთ მერე ღალატისკენ რომ არ გაგირბოდეთ თვალები ორივეს, ქალებსაც და კაცებსაც და გაუთავბელი ჩხუბი არ გქონდეთ ამის გამო. დროა ქალიც სწავლობდეს, ოღონდ მართლა სწავლობდეს და მერე მუშაობდეს. ბავშვის დატოვება შეიძლება ბაღში და სკოლაში. ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვევბით სკოლაში არაფერს არ იხდიან სწავლისთვის და ბაღშიც მიზერული გადასახადია ჩემი აზრით ასევე ევროპასთან შედარებით. ბოდიში ახლა კერძო სკოლებში და ბაღებში თუ ვერ გეპატიჟებით. ეგ ყველგან ძვირია.
და უფრო წავიწევთ წინ ყველა სფეროში. და როგორც ქვეყანა ისეც გავძლიერდებით.

უბრალოდ დროა მეოშვათ სხვის ტრუსებში ქექვას და ძრომიალს. ასევე დაკავდით სექსით და არ გადაგივათ დაუკმაყოფილებლობა ხასიათში და არც სხვის პირად ცხოვრებაში მოგინდებათ ქექვა და მორალისტობასაც შეეშვებით იმედია. ოჯახური იდილიაც უფრო კარგი გექნებათ, დააკმაყოფილეთ ერთმანეთი და არ მოუნდებათ სხვისკენ გახედვა თქვენს პარტნიორებს. სექსი სიამოვნების მიღების საშუალებაა, ის ისევე ჭირდება ადამიანს როგორც ჭამა და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. სექსში ასე ტაბუ დასადები არ არის არაფერი. სექსით თქვენ ღირსება არ გელახებათ, იღებთ უბრალოდ სიამოვნებას; სექსით თქვენ ვაგინა არ გიფართვდებათ ისე, რომ მერე "გაშლილი ქოლგა შეგეტიოთ" აი ბუნებრივი მშობიარობისას კი; სექსი არ არის საზიზრობა მათ შორის არც ორალური და არც ანალური, ეს სიამოვნების მიღების საშულებაა ისევ და ისევ და სულაც არ არის საზიზღრობა; დიახ თქვენი პარტნიორები იმიტომ გღალატობენ "ირინასთან", რომ ძალიანაც მოწონთ ეგ "საზიზღობები"; დიახ რელიგიური კუთხით სექსი ცოდვაა, ზუსტად ისე როგორც ტყუილი და არც დაიფიცოთ, რომ არ იტყუებით არასოდეს, არა ხართ თქვენ მოწოდებული მონაზვნობისკენ და კიდე ცოდვები სიმძიმის ხარისხის მიხედვით არავის დაუყვია გარდა კაცის კვლისა და თავის მოკვლისა. ზუსტად იგივე ცოდვაა სექსი, როგორც ტყუილი და შეიძლება ტყუილი კიდევ უარესი და ცილისწამებაც, იმიტომ რომ ვინმეს შეიძლება სერიოზულად დაუშავოთ თქვენი ტყუილით თუ ცილისწამებით, ასევე ისიც კარგად დაიმხასოვრეთ, რომ მეზობელი გოგოს გაკიცხვაც მოკლე იუბკის გამო და იმის გამო, რომ ვიღაცა ბიჭი ლურჯი BMWთი აცილებს და დამშვიდობებისაც კოცნის ტუჩებსში და ეხუტება, ამ გოგოს გაკიცხვა და მისი ბოზად შერაცხვა და ტალახის სროლა არანაკლები ცოდვაა. თუ სექსი არ გაქვთ და სხვა ყველანაერ ნაგავ საქციელს აკეთებთ, არვიცი მამაოები რას გეუბნებიან, მაგრამ გარწუმუნებთ ამით სამოთხეში ვერ მოხვდებით და იმასაც გეტყვით რომ თუ გგონიათ, რომ წახვალთ აღსარებას ჩააბარებთ და მეორედ იგივე ცოდვას იზამთ და მთელი ცხოვრება ასე შვებით იმას ნიშნავს, რომ ვერ იაზრებთ თქვენს ცოდვას და აღსარებაშიც, რომ თქვათ დარწმუნებული ვარ არ მოგეტევებათ, ეს არაა წინა საუკუნეები, როდესაც ინდულგენციები საღდებოდა, შეუძლებელია ადამიანი გულით ინანიებდეს იმას, რომ სიბოროტე გააკეთა და მერე კიდევ იმას აკეთებდეს. აი სიძვის ცოდვის მონანიება სულ სხვაა, იმიტომ რომ სიძვის ცოდვა ერთ -ერთი სასიამოვნო აქტია და ამით სხვებს არ ვნებთ და იგივენაერად რთულია, როგორც მთლი ცხოვრება ტკბილეულზე უარის თქმა და აი ადამიანის გაკიცხვა, მისთვის ტალახის სროლა, საზოგადოებიდან გარიყვა და მისი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა სიბოროტეა და მამაო რომც იაბრებდეს თქვენ აღსარებებს, მაღლა ღმერთი არ გაპატიებთ, რამეთუ გულით არ ინანიებთ. და უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სექსი თუ არ გაქვთ და "გაპრავებამდე" ანუ ქორწინებამდე არ გექნებათ ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენი რელიგიურობის, სიწმინდის და სიპატიოსნის გამოვლენაა. ასევე პატიოსნება სექსის არ ქონა არ არის.

ბოლოს კიდე იმას ვიტყოდი, რომ თუ თქვენ ესე გინდათ 45 წლამდე თუ ვერ გათხოვდით მაინც ქალიშვილად მოკვდომა და თქვენთვის თუ სექსი "ხიხიაა", სხვების ცხოვრებაში ქექვას და იქ მოსაქმებას მაინც შეეშვით და თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ.

პ.ს.ჩემი აზრი სექსის თემასთან დაკავშირებით.
პირველად გამოქყვეყნდა აი რეპორტერზე 8 მაისს 2011 წელს ---> http://www.ireporter.ge/?p=11038

2 comments:

  1. bevri araswori ragac weria,rac realuri araa,ashkarad etyoba temis avtors ro vigacazea gabrazebuli,magram aq araswori informaciis dadeba araa sachiro mgoni da erts vityvi kide,es tema piradulia da arc sheni gasarchevi araa vinme masturbirebs tu chveulebriv seqss eweva partniortan,iseve rogorc shen ar ginda vinmem sheni cxovreba ganixilos

    ReplyDelete
  2. visac unda qalishvili iyos da visac ar unda nu iqneba,ra aris amashi rtuli.da kide dz bevri shecdomaa,magram ertze gavamaxvileb yuradgebas,iq sadac ambob ro chevns droshi seqsi usafrtxoa da mere analur seqsze saubrob,isic unda icode ramdenad sariskoa egeti seqsi da janmrtelobas ramxela problemas uqmnis...arakompetenturi statiaa,odnav bogmiani,mapatie pirdapirobistvis ;)

    ReplyDelete