Wednesday, December 9, 2009

ზამთრის პეიზაჟი

-სსსსს(ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, ტუჩებიდან, კბილებში გავლილმა ქარის ნაწილმა უცნაური სს მაგავარი ხმა გამომაცემინა) ძალიან მცივა
-თითქმის მივედით
-რა მაგრად თოვს არა?!
-ჰოო ძალიან, მაგრამ მე ისეც მიჩვეული ვარ
-ჰო… თოვლს კიდე არაუშავს, ქარის გამო უფრო მცივა და სახეში მაყრის ამ ფანტელებს…
-უკვე მოვედით
-აქედან გადავიდეთ?!
-ჰო მოდი აქედან
-ააააა ნ. სად წამომიყვანე, ძალიან დიდი თოვლია… მუხლებმადე მწვდება…
-მეც არ ვიცოდი შორიდან არ ჩანდა ეგრე. წამო ჩქარა. ეს არის, უკვე მოვედით და არ დასველდები, ვერ მოასწრებ


…..მომიტრიალდა და გამიღიმა.

კიბეებზე ავედით, კიბეებიც დაეთოვლა თოვლს…
აივანზე შევჩერდით.

-ნ. ეს რა შენობებია?!
-წინ ჩემი სკოლა ძვეელი, ეს სადაც ახლა ვართ სკოლის სპორტდარბაზია ქვევით და ზევით დარბაზი, აქ მუსიკის გაკვეთილები და ღონისძიებები ტარდება ხოლმე.

ხედავ პიანინოს?!

ფანჯარაში შევიჭყიტე და მართლაც მოჩანდა დიდი ცივი დარბაზი, ბევრი სკამი და კუთხეში მიყუჟული, თითქოს სიცივისგან ჩემსავით მობუზული პიანინო.
ცივზე ცივი ქარი ქროდა. არც თან წამოღებული ლუდი გვათბობდა, მე მგონი პირიქით უფრო გვციოდა, ერთმანეთს მივეხუტეთ და ისე გავთვბით. ხელები მის ჯიბეში მეწყო, მის ერთ-ერთ ჯიბეებში. ძალიან ბევრი რამ ეცვა ზევიდან. თვითონაც ამაყობდა, მანახა როგორ იყო კომბოსტოსავით გამოხვეული. მისი “კომბოსტოს” ფენები მანახა. მარწმუნებდა მე არ მცივაო და მე როგორც ყველანაერი სითბოს მოყვარული რა თქმა უნდა არ შევიტანე ეჭვი მის სიტყვებში და სასწრაფოდ გავითბე ხელები მის ჯიბეებში. და ხანდახან მისი ტუჩებიდან ვსვამდი ლუდს, ხანაც ლუდის ქილიდან, ის იღებდა რომ თითები არ გამყინვოდა, ხანაც მე თვითონ ვსვამდი ნელ-ნელა და მერე ისევ მის ჯიბეებში ვითბობდი თითებს…

ვსაუბრობდით, მანამ სანამ ლუდის ქილაში ყინულის თხელმა ფენებმა არ დაიწყეს ბოდიალი. მერე მივხდით, რომ უკვე ძალიან ბნელოდა და ყინავდა...
მის მკალვზე დაყრდნობილი მივცურავდით ჩემს სახლამდე. მივცურავდით იმიტონ რომ გაზაზე მხოლოდ ყინული იყო და... ლამპიონებიც, რომლის შუქთან ახლოს განსაკთრებით განსაკუთრებით ჩქარა მოძრავი გვეჩვენებოდა ფიფქები... ლამპიონების უკან კი ვეღარაფერს ვხედავდით, მხოლოდ ორსართულიანი სახლების და ნაძვების კონტურებს.

მივდიოდით ასე გადახვეულები, ქუჩაში უკვე აღარავინ იყო. იყო გზა, იყო ის... მე და ის… ორი ერთმანეთისთვის უუცხოესი და უახლოესი ადამიანები. მხოლოდ მე და ის… და გზა… გზა, რომლესაც მივყავდით ორნი ყველაზე ლამაზ, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ სამყაროში… მივდიოდით და გვჯეროდა, გვიხაროდა, გვიყვარდა, ვოცნებობდით და სურვილებს ვიფიქრებდით...

გეფიცებით, იმ ღამეს მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით მე, ის და გზა. და ჰო... კიდევ მილიარდობით პატარა ფიფქი…

2 comments:

  1. კარგი ბლოგია ხშირად წერე ხოლმე

    ReplyDelete
  2. madloba vecdebi ufro xshirad vposto xolme :*

    ReplyDelete