Thursday, July 30, 2009

თავის უფალი

ხშირად ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას, თუ ვინ ვარ მე და ვინ არიან ადამიანები... დილით მზის კაშკაშა სხვიები ანათებენ ჩემს ოთახს, ხან რაც ანათებენ,მზე მიხარია... გავხედავ ღუბლებს და მინდა ფრთები მქონდეს, რომ შორს გავფრინდე... ხანდახან ვგიჟობ... ვემორჩილები სურვილს, ვნებას, ოცნებას, ქარს... ვუყურებ ღრუბლებს და ვოცნებობ, ვიფიქრებ სურვილებს... ხან ისიც კი არ ვიცი გიჟი ვარ თუ ნორმალური... ხან ყვირილი მინდება, ხანაც ცეკვა... ხან ზღვას ველაპარაკები, ჩემს მეგობარს... საკვრიველია არა?! ზღვა ჩემი მეგობარია... მე და ზღვა ხშირად ვსაუბრობთ, მიყვება თავის ამბებს და მეც ვუზაირებ ჩემს დარდებს, ჩემი სულის ფიქრებს... ხან სრულიად უცნობ ადამიანებს ვესაუბრები, ხანაც ქარს ვუჩურჩულებ... კაშკაშა მზე, რომ ამოვა, ცაზე ლამაზი ღრუბლები იხატება... გინახავთ ღრუბლების სამყარო?! ბამბიქულა, ლამაზი ღრუბლები... ჰამბურგი-პრაღის თვითმფრინავი აიჭრება, აპობს ჰაერს და ეშვებით ლამაზი ღრუბლების სამყაროში, აქ ღრუბლების მთელი ზღვაა, ქვევით მოსჩანს ელბა, გველივით დაკლაკნილა... ღრუბლებს მზე გადმყურებს, დიდი ოქროსფერი დისკო... ჩვენ ღრუბლების სამეფოს დავყურებთ ზევიდან და ჩერდება წამი... გაიყინა მეხსიერებაში... და... და ცხელ გულს ცივად ეწვეთება, გამდნარი მოგონების წვეთები... რჩება მოგნებაში და რჩება ყველაფერი... დრო ჩემს მოგონებებსაც არ დაინდობს, რამეთუ მე არასოდეს არ დამინდობს... არაფერს ინდობს დრო, არც პირამიდებს... არც მე და არც შენ არ დაგინდობს...

მე ვინ ვარ? მე ვარ ადამიანი რომელიც წამით ცხოვრობს, აი იმ წამებით დრო და დრო რომ ვაგროვებ.... მე უკვე საათები მაქვს, ალბათ შენც... ან შეიძლება არც გაქვს და მხოლოდ რამოდენიმე წუთი ან წამი...
დრო ხანმოკლეა, იმისთვის რომ არარსებულ ბორკილებში ჩავსა შენი თავი, იმისთვის რომ არ იფიქრო, იმისთვის რომ არ გაბედო, არ შეცვალო, არ ეცადო მაინც... ირეალურია თუ რეალური შენი ბორკილები, უნდა ეცადო და გაათავისუფლო შენი თავი...
თავისუფლება ყველაზე ტკბილია ამ ქვეყნად... მე ასე მგონია...
მე ვარ თავის უფალი... მონობას დროის შეჩერება მირჩევნია, აღარც წამებს და საათებს დავაგროვებ... მორალმა თავისუფლბა არ უნდა დაგირღვიოს, თუ ადამიანის ნაშიერი გირღვევს, უნდა ეცადო და გახდე თავისუფალი... დრო აღარ არის მორალისთვის... დრო არ დაგინდობს თუ არ ეცადე და არ გათავისუფლდი...
ეს არის ჩემი პირველი პოსტი ამ საიტზე...
და თქვენ კითხულობთ თავის უფალი გოგონას ბლოგს, მე მივდევ ჩემს ფიქრებს, ჩემს ოცნებებს, ჩემს ქარს და დაე გამკიცხონ იმათ, ვისაც არ მოვწონვარ...
მე მაინც ყოველთვის ვიქნები თავის უფალი და მაინც ყოველთვის ვეჩურჩულები ზღვას...

No comments:

Post a Comment